ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გაფართოების საკითხებში შტეფან ფულე უკრაინის ხელისუფლებასა და ოპოზიციას დაუყოვნებლივ დიალოგის დაწყებისაკენ მოუწოდებს.
„უკრაინა: უთანხმოება განხილული უნდა იყოს მშვიდობიანი გზით, დაუყოვნბელივი დიალოგის მეშვეობით",_ დაწერა ფულემ „ტვიტერში" თავის ბლოგში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე აქციების მონაწილეებსა და სპეცდანაყოფ „ბერკუტის" წარმომადგენლებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, ოპოზიციის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებს 165 ადამიანმა მიმართა. მათ შორის 109 ჰოსპიტალიზებულია.