საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ნალბანდოვს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟოაო სუარესსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ემერიტუსს, ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსა და მთიან ყარაბაღში, როლფ გორან ლენმარკერს შორის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის გარშემო არსებული სიტუაციის შესახებ. კერძოდ, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ ეთნიკურ წმენდაზე, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხზე.
საუბრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ კვლავ გააგრძელებენ ინტენსიურ თანამშრომლობას ზემოხსენებულ პრობლემატიკასთან და ეუთოს ფარგლებში არსებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.