ლვოვის ოლქში საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს შტაბის სხდომაზე წუხელ იქნა მიღებული. ლვოვის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა პეტრე კოლოდნიმ გამოაცხადა, რომ კიევის ნაციონალური წინაარმდეგობის შტაბის მიერ მიღებულ იქნა გადაწვეტილება საერთოსახელმწიფოებრივი გაფიცვის დაწყების შესახებ.
„კიევის შტაბის მოწოდების შესაბამისად ლვოვის საკოორდინაციო შტაბი საერთოსაოლქო გაფიცვას აცხადებს. ყველა დაწესებულების, ყველა ორგანიზაციისა და საწარმოს წარმომადგენლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ თუ გაფიცვის რა ფორმას მიმართონ და ლვოვის ევრომაიდანს შეუერთდდნენ",_ განაცხადა კოლოდნიმ და აღნიშნა, რომ ლვოვის ოლქი კიევის ევრომაიდან მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს.
ამავე დროს, ლვოვიდან კიევში გასამგზავრებლად ხალხი იკრიბება. ნუსხაში, რომელიც ამჟმად იწერება ქალებსა და ბავშვებს არ შეიყვანენ. ასევე იმ მოქალაქეებს რომლებსაც 20 წელი არ შესრულებიათ.
მასალის გამოყენების პირობები