უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას გეგმავს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი.
დონალდ ტუსკი საგარეო საქმეთა მინისტრს და დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდება და მათთან უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ჩავიდა პოლონეთის ექსპრეზიდენტის ძმა იაროსლავ კაჩინსკი, რომელიც აქციის მონაწილეებთან კიევში, მაიდანზეც იმყოფებოდა.