კიევში მიმდინარე საპროტესტო აქცის მონაწილებმა მთავრობის სახლის და ეროვნული ბანკის ყველა შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს.
უკრაინული მედიის ინფორმაცით, 6-ათასკაციანი კოლონა მთავრობის სახლის ცენტრალურ შესასვლელთანაა განლაგებული, მათ უკან კი გზის ბლოკირებას აქციის მომხრები ავტომობილებით ახდენენ.
ასევ ბლოკირებულია გრუშევსკის ქუჩა, რომელზეც განლაგებულია უკრაინის უმაღლესი რადას შენობა.
მთავრობის სახლის ეზოში 8 ავტობუსი დგას, რომელშიც სპეცდანიშნულების რაზმი „ბერკუტის" თანამშრომლები იმყოფებიან, თუმცა მილიცია ჯერ არავითარ ქმედებებს არ ახორციელბს.
კიევის ქუჩებში ამ დრომდე რჩება ათობით ათასი ადამიანი, რომლებიც უკრაინის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმას და საპროტესტიო აქციის დარბევას აპროტესტებენ.
მასალის გამოყენების პირობები