თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, ძლიერი ქარისგან წაქცეული ხე "რომპეტროლის" ბენზინგასამართ სადგურს დაეცა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
მაშველები შემთხვევის ადგილას ამ წუთებშიც მუშაობენ. ბენზინგასამართი სადგური კლიენტების მომსახურებას განაგრძობს.