კიევში ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ პრემიერ მინისტრის ნიკოლაი აზაროვის პრეს-მდივანმა ვიტალი ლუკიანენკომ განაცხადა.
„რაც ხდება კანონის ფარგლებში და მშვიდობიანად - ადამიანებს ამის უფლება აქვთ. ყველაფერი რაც ხდება კანონის ფარგლკებს მიღმა უნდა აღიკვეთოს", განაცხადა ლუკიანენკომ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმის პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებს 500 სპეცრაზმელი დაეხმარა. „ბერკუტმა" მომიტინგების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და პეტარდები გამოიყენა.
ამ დროისთვის ადმინისტრაციის შტურმის მცდელობა შეწყვეტილია.
ოპოზიცის ერთ-ერთი ლიდერის არსენი იაცენიუკის განცხადებით, ოპოზიციას შტურმთან არავითარი კავშირი არ აქვს. მან მოუწოიდა ხელისუფლებას საკუთარი პროვოკატორები უკან გაიხმოს.
იაცენიუკის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღოს.