კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე ადგილას 2013 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2014 წლის 7 იანვრამდე აქციების ჩატარება აკრძალა.
აქციების ჩატარება აიკრძალა დამოუკიდებლობისა და ევროპის მოედნებზე, ასევე ბანკის ქუჩაზე სადაც განლაგებულია პრეზიდენტის ადმინისტრაცია, გრუშევსკის ქუჩაზე, სადაც მდებარეობს პარლამენტისა და მთავრობის შენობები, ასევე ბოგომოლცის ქუჩაზე, სადაც განლაგებულია შსს.
სასამართლომ თავის გადაწყვეტილება ქალაქის საახალწლო სამზადისით ახსნა. მაიდანზე ამჟამად ნაძვის ხის დადგმის სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე უცნობია თუ რა გავლენას მოახდენს სასამართლოს გადაწყვეტილება ევროინტეგრაცის მომხრეთა გემებზე.