ძლიერმა ქარმა გორის რაიონ სოფელ მერეთში საჯარო სკოლას სახურავი გადახადა.
პედაგოგების ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა, რადგან სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დასრულებული იყო.
ამ წუთებში კი შენობაზე დარჩენილი სახურავის დამაგრება მიმდინარეობს. სკოლის გადახურვა ხვალ დაიწყება და უახლოეს სამ დღეში დასრულდება.