მაიდანზე უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმის „ბერკუტის" წარმომადგენლებმა ლითონის ჯებირები დაამონტაჟეს. პრაქტიკულად მთელი მოედანი გადაკეტილია თან ისე, რო ჩაკეტილია მეტროს ერთი ამოსასვლელიც ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ჯებირებს იქით მილიციონერები დგანან. მათ თავზე ჩაფხუტები აფარიათ. სამართალდამცავები ჯავშანჟილეტებში არიან გამოწყობილნი და ხელში რეზინის ხელკეტები უჭირავთ.
ჯებირთან ასფალტზე სისხლის წვეთებია, თუმცა სამართალდამცავები მათ ვერ ამჩნევენ.
შეგახსენებთ, რომ მაიდანზე შეკრებილი ხალხი ოფიციალური მონაცემებით დილის 05:00 საათზე დაშალეს.