მილიციამ და სპეცდანიშნულების რაზმმა („ბერკუტი") ევროინტერაცის მომხრების კიევში დამოუკიდებლობის მოედნიდან გააძევა. მოედანს „ბერკუტი" აკონტროლებს, იტყობინება უკრაინული მედია.
აქცის მონაწილეების განცხადებით, მათ წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ცრემლსადენი გაზის გამოყენებაზე წერს „ფრანს პრესიც".
კიევის მილიციის ინფორმაცით, აქციაში მონაწილეთა დაშლის გადაწყვეტილება ევროინტეგრაცის მომხრებსა და სამართალდამცავთა შორის მომხდარი „რიგი ინცინდენტებისა და შეტაკებების" შემდეგ მიიღეს.
29 ნოემბერს კიევში გამართულ აქციაზე, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადადგომა მოითხოვეს.