აბონენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან კომპანია „თელასი" ერთიან სატელეფონო ნომერზე გადადის - 2 77-99-99.
ამ ნომრის მეშვეობით აბონენტს შეუძლია კომპანიის ნებისმიერ დანაყოფს დაუკავშირდეს - აკრიფოს შესაბამისი ღილაკი, კომპანიის თანამშრომლის შიდა ნომერი ან დაელოდოს ოპერატორს.
თელასის თანამშრომლის შიდა ნომერთან დასაკავშირებლად აბონენტმა უნდა აკროფოს ღილაკი „1" და შემდეგ შიდა ნომერი.
თუ აბონენტს სურს მიიღოს ინფორმაცია დავალიანების, ელექტროენერგიის შეწყვეტის ან ახალ აბონენტად რეგისტრირების შესახებ ის უკავშირდება „თელასი"-ს საინფორმაციო სამსახურს. ამისთვის აბონენტმა უნდა აკიფოს ღილაკი „2".
თუ აბონენტს გააჩნია ინფორმაცია ელექტროენერგიის დატაცების ან „თელასი"-ს თანამშრომელთა მხრიდან რაიმე სახის დარღვევის შესახებ მას შეუძლია დარეკოს კომპანიის „ცხელ ხაზზე" ღილაკის „3" აკრეფის მეშვეობით.
ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, აბონენტს შეუძლია დაელოდოს ოპერატორს, რომელიც მას კომპანიის სათაო ოფისის ან ბიზნეს ცენტრების შესაბამის სამსახურთან დააკავშირებს.
სს „თელასი" ორიენტირებულია კომპანიის საქმიანობის გამჭვირვალობის ამაღლებაზე, მომხმარებლების და თანამშრომლების ინტერესების მაქსიმალურ დაცვაზე. ამ მიმართულებით სამუშაოებს კომპანია მომავალშიც განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ სს „თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 460 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი" „ინტერ რაო"-ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო"-ს მფლობელობაშია „თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.
ჯგუფი „ინტერ რაო"- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო"-ს სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო"-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33.5 გიგავატს შეადგენს.