12-13 მარტს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და რესპუბლიკური პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივანი თინათინ ხიდაშელი რომში გამართულ ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის საბჭოს სხდომაში მიიღებენ მონაწილეობას.
ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის საბჭო წევრი-პარტიების საწესდებო ორგანოა.
საქართველოს რესპუბლიკური პარტია ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის სრულუფლებიანი წევრია და საბჭოში ორი წარმომადგენელი ჰყავს.
12 მარტს საბჭოს წევრები პოლიტიკურ დებატებს გამართავენ, 13 მარტს კი დაესწრებიან სემინარს "პრესის თავისუფლება ევროპაში: განსხვავებული პერსპექტივები".
დავით უსუფაშვილი და თინათინ ხიდაშელი ევროკაშვირის პარლამენტის ლიბერალური ფრაქციის ხელმძღვანელებსაც შეხვდებიან.