აპრილიდან საჯარო სკოლაში მანდატურის თანამდებობა დაწესდება. ამის შესახებ ნიკა გილაურმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის ინფორმაციით, უკვე შემუშავებულია "უსაფრთხო სკოლის კონცეფცია" რომელიც სკოლებში მანდატურის თანამდებობის დაწესებას ითვალისწინებს, თავდაპირველად კი მანდატურის პოსტს ათამდე სკოლაში შემოიღებენ.
"მანდატურები სკოლაში მომხდარ ინციდენტებს ადვილად გაუმკლავდებიან, რის შემდეგაც მშობლები თავს უფრო დაცულად იგრძნობენ", - აღნიშნა პრემიერმა.