10-11 მარტს თუშეთის დაცული ტერიტორიების სააგენტო, ალვანში, სააგენტოს საინფორმაციო ცენტრში, თუშეთში არსებული საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებისა და ტრადიციული პროდუქტის მწარმობლებისთვის ტრენინგს ატარებს.
ტრენინგის თემა ორგანიზაციული განვითარება იქნება და მას 20-მდე მონაწილე დაესწრება. სწავლება აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით პროექტის _ "თუშეთის რეგიონში მდგრადი განვითარების ხელშეწყობა" _ ფარგლებში ჩატარდება