საჯარო სკოლების დირექტორების მინიმალური ხელფასი 300 ლარამდე გაიზრდება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დღემდე 100-მდე საჯარო სკოლის დირექტორის მინიმალური ხელფასი 130 ლარი ჰქონდა.
პრემიერის დავალებით, კი განათლების და მეცნიერების სამინისტრო მათ ანაზღაურებას 300 ლარამდე გაზრდის.
განათლების მინისტრის განცხადებით, აღნიშნული საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება.