დღეს, 28 ნოემბერს 13:30 კომპანია „თელასი" თანამედროვე სტანდარტების ბიზნეს ცენტრს „დიღომს" გახსნის. ბიზნეს ცენტრის გახსნას ენერგეტიკის მინისტრი კახა, „ინტერ რაოს" ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი და „თელასის" გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი დაესწრებიან.
ახალი ბიზნესცენტრი, რომელიც 33 ათასამდე აბონენტს მოემსახურება, აბონენტთა მომსახურების ცენტრის „დიდი დიღომის" და ამც „დიდუბის" ნაწილის გაერთიანებით შეიქმნა.
აბონენტებს ბიზნეს ცენტრში შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია ელექტრომომარაგებასთან და ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით. ამავე შენობაში განთავსებულია საექსპლოატაციო სამსახური, რომელიც ოპერატიულად მოახდენს რეაგირებას ნებისმიერი სახის ტექნიკურ პრობლემაზე.
მისამართი: აკ. ბაქრაძის ქ. №15 (დიღმის ხიდის მიმდებარე ტერიტორია)