რამდენიმეთვიანი დაპირისპირების შემდეგ სოფელ ჭელაში მინარეთი აღმართეს. სოფელში მინარეთის მონტაჟი გვიან ღამით დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
პროცესის მიმდინარეობს სამართალდამცავები აკონტროლებდნენ. პარალელურად მინარეთის აღმართვა რამდენიმე მართლმადიდებელი სასულიერო პირმა გააპროტესტა.
მათი განმარტებით, საქართველოში თურქული ექსპანსიის გაძლიერებაა მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მუსლიმთა სამლოცველოს მინარეთის დემონტაჟი 26 აგვისტოს მოხდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მინარეთის რკინის კონსტრუქციის იმპორტირებისას საბაჟო პროცედურების დარღვევით ახსნა. მინარეთის დემონტაჟს საქართველოში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა და აჭარის მეჩეთთან სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულმა ათასობით მუსლიმმა საპროტესტო აქცია გამართა.