"ალიანსელი" სოზარ სუბარი ლევან გაჩეჩილაძისა და ირაკლი ალასანიას შეხვედრაში გასაოცარს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, "ალიანსი საქართველოსთვის" წევრებს ყოველდღე უამრავ ადამიანთან უწევთ შეხვედრა და გამორიცხული არაა, ლევან გაჩეჩილაძესაც შეხვდენენ. ამის შესახებ სუბარმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
ადამინის უფლებათა ყოფილი დამცველის განცხადებით, გაჩეჩილაძემ უნდა მიჰბაძოს საზოგადოების დიდ ნაწილს და თბილისის მერის არჩევნებში ირაკლი ალასანიას დაუჭიროს მხარი.
"საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ დღეს თბილისის მერობისთვის ბრძოლაში უალტერნატივო კანდიდატი ირაკლი ალასანიაა. მზად ვართ, შეხვედრებისათვის იმათთან, ვინც მიიჩნევს, რომ ირაკლი ალასანიას კანდიდატურას უნდა დაუჭიროს მხარი", - აღნიშნა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ "დაიცავი საქართველოს" ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ ირაკლი ალასანიასთნ შეხვედრის სურვილი დღეს გამოთქვა. სავარაუდო შეხვედრის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.