რუსეთი მომავალ 2014 წელს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას" 2.8 მილიარდზე რუბლზე მეტ დახმარებას გაუგზავნის. განცხადება ამის შესახებ ჩრდილო-კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ალექსნადრე ხლოპონინმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„2014 წელს რუსეთში ფინანსურ დახმარების ოდენობის მიყვანას 2.6 მილიარდ რუბლამდე გეგმავს. ეს თანხა დაუსრულებელი ობიექტების დასრულებასა და ექსპლუატაციაში შეყვანას მოხმარდება. მომდევნო წლებშიც კი ვიდრე 2017 წლამდე საინვესტიციო პროგრამამ რესპუბლიკის ეკონომიკურ განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი", _ განაცხადა ხლოპონინმა.