საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში USAID-ის ახალი პროექტის, "თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა", პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ორწლიანია და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.
პროგრამის მიზანი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვისა და გამოყენების სტიმულირებაა საქართველოს საწარმოებსა და საყოფაცხოვრებო სექტორში.
პრეზენტაციას ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე მარიამ ვალიშვილი დაესწრო.