დღს, 27 ნოემბერს, 17:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში „ვეფხისტყაოსნის" ახალი ალბომი-კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება.
გამოცემა ეძღვნება „ვეფხისტყაოსნის" პირველი ბეჭდური გამოცემის 300 წლისთავს. ალბომში შესულია „ვეფხისტყაოსნის" ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერების შევსებული და რედაქტირებული სრული კატალოგი, რომელსაც ერთვის ტექსტის ილუსტრაცია ყველა ხელნაწერიდან.
აღსანიშნავია, რომ კატალოგის გამოცემამდე ცალკეული ხელნაწერების მხატვრობა სრულად ან საერთოდ არ გამოქვეყნებულა. გამოცემა აერთიანებს, როგორც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ნუსხებს, ასევე სრულად მოიცავს მის ფარგლებს გარეთ - საქართველოსა და უცხოეთში - არსებულ ხელნაწერებს.
გამოცემა განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.