ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გადადებას რუსეთი ითხოვდა, განაცხადა უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა.
„რუსეთის ფედერაცის ხელისუფლებამ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა: შეთანხმების ხელმოწერა ნიშნავს, რომ შემდგომში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განხილვას აზრი არ აქვს", - განაცხადა აზაროვმა.
მისივე თქმით, ნათლად იყო ნათქვამი, რომ პრობლემების განხილვა შესაძლებელია სამმხრივ რეჟიმში.
„ჩვენ ნათლად გვითხრეს - მზად ვართ სამმხრივ რეჟიმში განვიხილოთ პრობლემები, მაგრამ ამისთვის გადადეთ შეთახმების ხელმოწერა და ჩვენს დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, შევთანხმდებით და შემდეგ მოაწერეთ ხელი", - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, პირდაპირი ულტიმატუმი რუსეთის მხრიდან არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შეჩერებამ ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები