მოშიმშილე ექს-პრემიერის იულია ტიმოშჩენკოს მდგომარეობა სტაბილურია. განცხადება ამის შესახებ უკრაინის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა მიხაილ აფანასიევმა გააკეთა.
„პაციენტი ჭამაზე უარს აცხადებს, თუმცა საკმაო რაოდენობით სითხეს იღებს, კერძოდ წყალს. მისი მდგომარეობა სტაბილურია",_ აცხადებს ექიმი. მისივე თქმით, ამჟამად ტიმოშჩენკო გერმანელი ექიმების მიერ მისთვის გამოწერილ წამლებს იღებს, თუმცა თუ შიმშილობა გაგძელდება მედიკამენტების მიღება შეიზღუდება.
მისივე თქმით, ეს შიმშილობა, ტიმოშენკოსთან დაკავშირებით უკვე მესამე ეპიზოდია. პირველად მან 21 დღე იშიმშილა, მეორედ 18 დღე.
შეგახსენებთ, რომ იულია ტიმოშჩენკომ შიმშილობა უკრაინის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შეჩერების გამო გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები