მაიდანზე აქცია გრძელდება, შეკრებილთა უმრავლესობას სტუდენტები და ახალგაზრდები შეადგენენ, უკრაინული მედიის ინფორმაციით, აქციას შეუერთდნენ: კიევის შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კიევო-მოგილიანკის აკადემიის, დრაგომანივის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის , ტენიკური უნივერსიტეტის სტუდენტები. მათ ხელში უკრაინისა და ევროკავშირის დორშები უჭირავთ და სკანდირებენ „სტუდენტური გაფიცვა!".
მაიდანზე ასევე მივიდნენ სტუდენტები ლვოვიდან. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ღამით კიევში 9 გრადუსიან ყინვას ვარაუდობენ სრუდენტები დაშლას არ აპირებენ.
აქცია გრძელდება ასევე მინისტრთა კაბინეტის შენობასთან. იქ კვლავინდებურად სკანდირებენ „სირცხვილი!".