უკრაინის ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო დარწმუნებულია, რომ რუსეთმა უკრაინაზე გავლენის ყველა მეთოდი აამოქმედა, იმისათვის რათა არ დაეშვა კიევის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. განცხადება ამის შესახებ ვიქტორ იუშჩენკომ ფრანგულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
„დღეს მოსკოვის მიერ ამოქმედებულია უკრაინაზე გავლენის მოხდენის ყველა შესაძლო და შეუძლებელი მეთოდი. ეს არის საბაჟო ომიც, რომელიც ყოველდღიურად მიმდინარეობს, იბლოკება მრავალმილიარდიანი ორმხრივად მომგებიანი მიწოდებები. პოლიტიკა ხაზს უსვამს მათ", _ აცხადებს ვიქტორ იუშჩენკო და აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან ენერგეტიკული შანტაჟი და გაზის შესახებ შეთანხმებების მოქმედება უკრაინას განვითარების საშუალებას არ აძლევს.
„არ არსებობს ისეთი პრეზიდენტი ან პრემიერი რომელსაც ძალუძს დამოუკიდებლობის დაკარგვს გარეშე უხელმძღვანელოს ქვეყანას იმ შეთანხმებებსი პირობებში, რომლებსაც ტიმოშჩენკომ ხელი 2009 წელს მოაწერა. ეს ეკონომიკური კაპიტულაციაა", _ აცხადებს ვიქტორ იუშჩენკო.