შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი იქნება. აღნიშნულ პოსტზე ელისაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავად წარადგინა.
პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებს შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობაც გააცნო. შეწყალების ახალი კომისიის შემადგენლობაში იქნებიან უფლებადამცველი ლია მუხაშავრია, კახა კოჟორიძე, თამარ ხიდაშელი, ბასა ჯანიკაშვილი, უჩა ნანუაშვილი, მიტროპოლიტი მამა თეოდორე, ეკა ბოკუჩავა, გივი შაჰნაზარი და ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი.
,,კომისია იმუშავებს ამაჟამად მიმდინარე საქმეებზე, აგრეთვე თავად კომისიის დებულებაზე, რათა ის უფრო დაიხვეწოს და გახდეს უფრო ეფექტური. კომისიის ახალი წევრების შემადგენლობის დასახელებისას ერთი და იგივე ნიშანი და კრიტერიუმი იყო, ეს არის ნდობა, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ საზოგადოების მხრიდან, ისინი დაკავშირებული არ არიან რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, ისინი არიან საზოგადოების წევრები", _განაცხადა მარგველაშვილმა.