აშშ ავღანეთს 2014 წლის შემდეგ ჯარების სრული გაყვანით ემუქრება იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაი უახლოეს დროში ქვეყნებს შორის ორმხრივ შეთანხმებას არ გააფორმებს. განცხადება ამის შესახებ ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა სიუზან რაისმა გააკეთა.
რაისმა განმარტა, რომ შეთანხმების ხელმოწერა სიტუაციას აკლებს „იმ სიცხადეს რომელიც აუცილებელია აშშ-სა და ნატოსათვის ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის ყოფნის დაგეგმარებისათვის 2014 წლის შემდეგ".
მან აღნიშნა ისიც, რომ შეთანხმება მოწოდებულია მისცეს ამერიკის ჯარს უფლება დაიცვას კანონი, ქვეყანაში, ავღანეთიდან ძირითადი სამხედრო კონტიგენტის გაყვანის შემდეგ.
რაისის ანცხადება ყარზაის მიერ გაცხადებული ახალი პირობებს ფონზე გაკეთდა., კერძოდ, ავღანეთის პრეზიდენტმა აშშ-სგან მოითხოვა მიატოვონ სამხედრო ოპერაციების ჩატარება ჩვეულებრივი მოქალაქეების სახლებში და დააბრუნონ ქვეყანაში ის ავღანელები, რომლებიც ამჟამად გუაბტანამოს ციხეში იმყოფებიან. ამას გარდა, ავღანეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელს მოაწერს მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ავღანეთში 2014 წლის აპრილში გაიმართება.