ფინანსთა მინისტრი პროექტ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება" გახსნის ცერემონიალს დაესწრება. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროს აკადემიიდან აცნობეს, 27 ნოემბერს 10:30 საათზე, აკადემიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება" გახსნის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას ოფიციალურად გახსნის საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ფინეთის ელჩი საქართველოში კრისტერ მიკელსონი და ესტონეთის ელჩი საქართველოში პრიტ ტურკი.
მასალის გამოყენების პირობები