„აირჩიე ქართულის'' ორგანიზებით ,,გუდვილში'' ქართული პროდუქციის გამოფენა -გაყიდვა მოეწყობა. ღონისძიება რიგით მესამეა და ,,გუდვილის'' დიღმის ფილიალში 20-21 დეკემბერს გაიმართება. ქართული პროდუქცია წინასაახალწლოდ მომხმარებლისთვის სპეციალური ფასით იქნება შეთავაზებული.
,,აირჩიე ქართული'' გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობისთვის იწვევს მცირე და საშუალო კომპანიებს, რომლებსაც აქვთ საქართველოში წარმოების აგრარული თუ ხალხური რეწვის პროდუქცია. რონისძიების მიზანი ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და მცირე რეგიონალური საწარმოების მხარდაჭერაა.
ღონისძიება წელიწადში ორჯერ აღდგომის და ახალი წლის წინა კვირებში იმართება. გასულ წელს გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობდა 40-მდე ჩაის, თაფლის, ნატურალური წვენების, მინერალური წყლების, ლიმონათების, ღვინის და სხვადასხვა ალკოჰოლური სასამელების, ყველის, სნექების, ტკბილეულის, მურაბების, ჯემების და საკონსერვო პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები, ასევე ხალხური რეწვის საწარმოები.
გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა უფასოა, პროდუქციის გაყიდვის მსურველებს თან უნდა გააჩნდეთ სალარო აპარატი.
ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ჰიპერმარკეტი ,,გუდვილი'' ლიდერია საქართველოს საცალო ვაჭრობის ბაზარზე და წარმოდგენილია თბილისში 5 ობიექტით, ასევე აქვს ჰიპერმარკეტები ბათუმში და გორში. ,,გუდვილის'' პრიორიტეტია ქართული პროდუქციის წარმოების მხარდაჭერა და განვითარება. ,,გაყიდვების მართვის კომპანიის'' მიერ შექმნილია ნიშანი ,,აირჩიე ქართული!'', კომპანია საქართველოს რეგიონებში ეძებს ქართული წარმოების ნატურალურ პროდუქციას, ეხმარება ასეთ საწარმოებს გაყიდვების, მენეჯმენტის, მარკეტინგის დაგეგმვაში.
გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მსურველები უნდა დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე - 591410976, ნინი მოსიაშვილი.