მერაბ აბრამიშვილის სურათი "პიანინო" სოტბის აუქციონზე "თანამედროვე აღმოსავლეთი" 17 500 ფუნტად გაიყიდა. სურათის საწყისი ფასი 15 000 ბრიტანული ფუნტი იყო.
პირველად მერაბ აბრამიშვილის სურათი "კუმაუნის კაციჭამია" წარმოდგენილი იყო მიმდინარე წლის მარტში სოტბის სააუქციონო სახლის მიერ გამართულ გამოფენაზე "გზაჯვარედინზე".
ქართველი მხატვარი მერაბ აბრამიშვილი მოღვაწეობდა 1957-2006 წლებში. 1972-1976 წლებში სწავლობდა ალექსანდრე ბანძელაძის სამხატვრო სტუდიაში. 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაზგური გრაფიკის განხრით. პერსონალური გამოფენები: 2009 - აჭარის ხელოვნების მუზეუმი; 2007 - გალერეა "შარდენი"; 2007 - მხატვრის დაბადების 50 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, გალერეა " TMS"; 2005 - გალერეა "TMS"; 2004 - "ბაია გალერეა"; 2003 - გალერეა "შარდენი";1994 - გალერეა "ორიენტი";ჯგუფური გამოფენები:1997 - გალერეა "სელმურჰეიმი", პარიზი, საფრანგეთი;1995 - საკრამენტო, ატლანტა, აშშ. 1994 - "ქართველი მხატვრები", ვენა, ავსტრია და სხვა. ნამუშევრები დაცულია:საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი; ლუდვიგის მუზეუმი; კიოლნის, ფინეთის, აშშ-ს კერძო გალერეები.