მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს ერთჯერადი დახმარების სახით 200 ლარს გადასცემენ.
ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ლომიძემ განაცხადა.
"მეორე მსოფლიო ომის დასრულების 65 წლისთავთან დაკავშირებით ომის მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 200 ლარს და საიუბილეო მედლებს გადასცემს", - განაცხადა ლომიძემ.
მისვე თქმით, დღეს მთავრობამ გეგმა დაამტკიცა, რომელიც სამამულო ომის დასრულების 65 წლისთავთან დაკავშირებით აპრილის თვიდან მაისის თვის ჩათვლით სპეციალური ღონისძიების გამართვას ითვალისწინებს.