ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ უკმაყოფილება გამოხატა რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული ზეწოლის გამო, რომელიც ცდილობს არ დაუშვას კიევის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა.
ბაროზუმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გაკეთებული შეთავაზება ჯერ კიდევ დღის წესრიგშია.
შეგახსენებთ, რომ კიევში ევროკავშითან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მხარდასაჭერად მარალათასიანი დემონსტრაციები იმართება.
გავრცელდა ინფორმაცია რომ ვილნიუსის სამიტზე ჩასვლას და მონაწილეობას გეგმავს უკრაინის პრეზიდეტი.