დღეს,. თბილისში გაიმართა ლიტვის საპატიო საკონსულოს გახსნასთან დაკავშირებული ცერემონია, რომელშიც ქართული მხრიდან მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა. ამის შესახებ საგარეო საქმეტა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.
მინისტრის მოადგილემ, საქართველოში ლიტვის საქმეთა დროებით რწმუნებულმა ლაიმონას ტალატ კელპშამ და ახლად დანიშნულმა ლიტვის საპატიო კონსულმა ბორის გამრეკელმა აღნიშნეს ლიტვის საპატიო საკონსულოს გახსნის მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ-პოლიტიკური ურთიერთობების გამყარებისათვის და გამოხატეს მზადყოფნა საქართველოსა და ლიტვას შორის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების თვალსაზრისით.