კიევში მთავრობის სასახლესთან უკრაინის ევროინტეგრაციის მომხრეებსა და სპეცდანიშნულების შენაერთ „ბარკრუტს" შორის შეტაკებები მოხდა. სამართლადამცავებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს.
დილით, მინისტრთა კაბინეტთან შეკრებილი ხალხი პრემიერ მინისტრის ნიკოლაი აზაროვის გადადგომას მოითხოვდა. შეტაკება სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც მილიციამ მათი დაშლა სცადა.
უკრაინელ სამართლდამცავთა ინფორმაციით, ამჟამად ხალხი მაიდანზე და ევროპის მოედანზე მაინც დგას.