საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია დღეს, დანიის უდიდესი საუნივერსიტეტო კოლეჯ - VIA University College-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა პრესსამსახური იუწყება.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო თბილისის მერიასთან ერთად ბავშვთა ყოველდღიური მოვლის ცენტრებში (კერძოდ, საბავშვო ბაღებში) „დემოკრატიზაციის პროექტის" განხორციელებას. მსგავსი პროექტი წარმატებულად ჩატარდა ლიტვაში 1993-2005 წლებში და ხელი შეუწყო ქვეყნის პედაგოგიური სფეროს რეფორმას.
ამასთან, პროექტის დეტალების განსაზღვრის მიზნით დელეგაციამ შეხვედრები გამართა თბილისის მერიაში, საქართველოს განათლების სამინისტროში და მოინახულა რამდენიმე ობიექტი, სადაც სავარაუდოდ შესაძლებელი იქნება პროექტის დაწყება. დაგეგმილია აგრეთვე, შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან.