ალდაგი მომხმარებლებს ახალ პროდუქტს, შინაური ცხოველების დაზღვევას, სთავაზობს. დაზღვევას ექვემდებარება ისეთი შინაური ცხოველები, რომლებიც არიან რეგისტრირებულნი და აქვთ პასპორტი. პოლისით დაზღვეულია მესამე პირთა წინაშე წარმოქმნილი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ანაზღაურებას ექვემდებარება შინაური ცხოველის ტრავმებთან დაკავშირებული დანახარჯები, მათ შორის, მომვლელის დაქირავების, ასევე, დაკარგული ცხოველის ძებნით გამოწვეული სარეკლამო ხარჯები. ანაზღაურდება მპოვნელის დასაჯილდოებლად გაღებული თანხაც.
მასალის გამოყენების პირობები