"დაიცავი საქართველოს'' ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე, "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერთან ირაკლი ალასანიასთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ გაჩეჩილაძემ დღეს, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
"ვაპირებ, შევხვდე ალასანიას. მასთან ძალიან ჯანმრთელი, ვაჟკაცური და მეგობრული ურთიერთობა მაქვს", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ სავარაუდო შეხვედრის დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
კითხვაზე რა აზრი აქვს "ალიანსის" ლიდერთან შეხვედრას მაშინ, როცა მისი თანაგუნდელები აცხადებნ რომ "ალიანსმა" ყველანაირ კონსულტაციები დაასრულა, გაჩეჩილაძე ასე პასუხობს:
"ეს როგორ უნდა გავიგო, რომ ირაკლია ალასანიას ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრა ეკრძალება?!'', - კითხვას სვამს "დაიცავი საქართველოს'' ლიდერი.