ხვალ, 26 ნოემბერს 19:00 საათზე, მუსიკისა და დრამის თეატრში სპექტაკლის ,,მოჩვენებები" პრემიერა გაიმართება.
ნორვეგიელი დრამატურგის ჰენრიკ იბსენის პიესა თარგმნა დავით გაბუნიამ. რეჟისორი - მიშა ჩარკვიანი.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ბუბა გოგორიშვილი, კახა კინწურაშვილი, ზაალ ჩიქობავა, ალეკო ბეგალიშვილი, ანა წერეთელი.
მე-19 საუკუნის ნორვეგიელი დრამატურგის ჰენრიკ იბსენის პიესა ,,მოჩვენებები", როგორც აღმოჩნდა დღეს ისეთივე აქტუალური და ცოცხალია, როგორც 131 წლის წინ, რადგან პიესაში დასმული პრობლემები მარადიულია და სამწუხაროდ სიცოცხლეს არ კარგავს.
ფრუ ალვინგი შუახნის ქვრივია, რომელმაც თავისი ქმრის, კამერჰერ ალვინგის სახელობის პანსიონატის გახსნა გადაწყვიტა. მის ირგვლივ წარსულის მოჩვენებები იყრიან თავს: მოსამსახურე რეგინა, პასტორი მანდერსი, დურგალი ენგსტრანდი და საკუთარი შვილი, ოსვალდი, რომელიც წლებია არ უნახავს.იდილიას ქაოსი შეცვლის, მაშინ, როცა ფრუ ალვინგის დიდი ხნის საიდუმლოებები გამჟღავნდება.
მასალის გამოყენების პირობები