უკრაინის პრემიერ მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა ევროკავშირის მიერ უკრაინისათვის დაპირებულ დახმარებას „მათხოვრისათვის სამადლოდ მიგდებული დახმარება უწოდა". განცხადება ამის შესახებ აზაროვმა რუსულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
„რა არის მილიადი ევრო? ეს არაფერია. ეს მათხოვრისათვის სამადლოდ მიგდებული დახმარებაა",_ განაცხადა აზაროვმა.
ამას გარდა, მისივე თქმით, უკრანის მინისტრთა კაბინეტს არ ეშინია ქუჩაში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციების და მათი დაფინანსების წყაროებისა და ჩატარების კანონიერების შემოწმებას გეგმავს.
„რა თქმა უნდა არა", - განაცხადა აზაროვმა კითხვაზე - ეშინია თუ არა უკრაინის მთავრობას აქციების - პასუხის გაცემისას.
„არსებობს ტექნოლოგოები და ჩვენ ვიცით, რომ სტიქიურ მოვლენებს სწორედ ეს ტექნოლოგიები ემატება, ამიტომაც ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით ყოველივე ამას", _ განაცხადა აზაროვმა და აღნიშნა, რომ ხელისუფებამ ძალიან კარგად იცის, რომ ასეთი აქციები დაფინანსებულია.