აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ აშშსა და ისრაელს ერთი მიზანი აქვს და მიღწეული შეთანხმება არის პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ შექმნას. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მისივე თქმით, ირანთან მიღწეული შეთანხმება ახლო აღმოსავლეთს უფრო უსაფრთხო რეგიონად აქცევს.
ამასთან ერთად, ისრაელის პრეზიდენტმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანსა და „ექვსეულს" შორის მიღწეულ შეთანხმებას ისტორიული შეცდომა უწოდა, რომელიც მსოფლიოს საფრთხეში აგდებს.