ოდესაში ევროკავშირთან დაკავშირებით ქვეყნის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეთა აქცია დაარბიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პარტია „დემოკრატიული ალიანსის" აქტივისტებმა განაცხადეს, რომ მილიციამ მათ უსახლკაროები და ყოფილი პატიმრები მიუსია. მათი ინფორმაციით, დილის 05:00 საათზე დაახლოებით 30-40 ადამიანი მოედანზე გაშლილ კარვებს დაესხა თავს და იქაურობა დაარბია.
„ეს იყვნენ ბომჟები ან ყოფილი პატიმრები, რომლებმაც მილიციის ბრძანებით ეს ქმედება განახორციელეს. რამდენიმე ადამიანი დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. არავინ არაფერზე ახსნა-განმარტებას არ აკეთებს",_ აცხადებენ აქტივისტები.
მასალის გამოყენების პირობები