სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 569 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ექსპორტის 25 პროცენტი. ხოლო უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2013 წლის იანვარ-ოქტომბერში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება, რომლის იმპორტმა 746 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 12 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 193 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 8 პროცენტს. მესამე ადგილზე სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 118 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 5 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებიდან. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 575 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფი 220 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4 პროცენტი).