"ქრისტიან - დემოკრატიული" პარტიის ლიდერი საჭიროდ არ თვლის, რომ თბილისის მერის და ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიცია ერთიანი კანდიდატით უნდა წარსდგეს. ამის შესახებ თარგამაძემ დღეს, "პრაიმ ტაიმის" ოფისში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
მისი თქმით, სხვადასხვა ღირებულებების და პოლიტიკური შეხედულებების მქონე სუბიექტების ერთ ბლოკში გაერთიანება სასურველი არ არის.
"საერთო ღირებულებების არ არსებობა შეინიშნება ხელისუფლებაშიც, ამის ნათელი მაგალითია უახლოეს წლებში პრემიერ მინისტრის, თავდაცვის მინისტრის და სხვა მაღალჩინოსნების სააკაშვილის გუნდიდან წასვლა, და ოპოზიციაშიც. სხვადასხვა განსხვავებული იდეოლიგიის მქონე პარტიების ერთ პოლიტიკურ ალიანსში გაერთიანება სწორად არ მიმაჩნია. ჩვენი პარტია ყოველთვის დამოუკიდებლად ცდილობდა ხელისუფლების ოპონირებას. არ არის აუცილებელი ყველა ერთ ტაფაში შეიწვას და ამით სააკაშვილს საშუალბა მისცენ ყველა ერთდროულად მოტაფოს", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.