საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2013 წლის იანვარ-ოქტომბერში 2954 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. (2012 წლის იანვარ-ოქტომბერსთან შედარებით 10 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტმა 1279 მლნ. აშშ დოლარს (25 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 1675 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (1 პროცენტით მეტი).
"საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 34 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 55 პროცენტი და იმპორტში 27 პროცენტი. (2012 წლის იანვარ-ოქტომბერში შესაბამისად 31, 52 და 25 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 10 პროცენტი (2012 წლის იანვარ-ოქტომბერში 14 პროცენტი). 2013 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით", - განმარტავენ "საქსტატში"..
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 8591 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.