საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 8591 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მათივე ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1 პროცენტით მეტია;
საქსტატის მონაცემებით, მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 2306 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (16 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6285 მლნ. აშშ დოლარს (4 პროცენტით ნაკლები).
"საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-ოქტომბერში 3979 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46 პროცენტი შეადგინა", - განმარტავენ "საქსტატში".