აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ისრაელის პრემიერ მინისტრთან ბანიამინ ნეთანიაღუსთან სათელეფონო საუბარი გამართა და ირანთან „ექსვეულის" მიერ მიღწეული შეთანხმება განიხილა.
ბი-ბი-სის ინფორმაცით, ისრაელს აქვს უფლება სკეპტიკურად უყურებდეს ირანის გაზრახვებს. ამის მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა თავის სურვილის შესახებ, რომ დაუყონებლივა დაიწყოს კონსულტაციები ისრაელთან, რათა ნაპოვნი იქნას ირანის ბირთვული პრობლემის გადაწყვეტის გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი გადაწყვეტილება.
ნეთანიაღუმ ირანსა და ექვსეულს შორის მიღეწულ შეთანხმებას ისტორიული შეცდომა უწოდა, რომელიც მსოფლიოს საფრთხის ქვეშ აყენებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, მიღწეული შეთანხმება ახლო აღმოსავლეთს უფრო მეტად უსაფრთხო რეგიონად აქცევს.