კიევში ევროპის მოედანზე მილიციამ აქციის მონაწილების წინაღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა ვერ შეძლო"კარვების ქალაქის" დაშლა.
„უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, მილიციას საპროტესტო აქცის მონაწილეთა წინააღმდეგობის შედეგად უკან დახევამ მოუწია.
გუშინ კიევში გამართულ აქციას მსოფლიო მედია 2004 წელს ადარებს, როდესაც მოქალაქეთა პროტესტი „ნარინჯისფერი რევოლუცით" დასრულდა.
ოპოზიცია დაშლას არ აპირებს და ხელისუფლებას უვადო აქციებით ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ კიევში ევროპის მოედანზე 35 კარავი დადგეს. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქცია განუსაზღვრელი დროით ტარდება.
ამავდროულად გავრცელდა იულია ტიმოშენკოს კიდევ ერთი მიმართვა - ნუ ელოდებით, ნუ ითხოვთ - იმოქმედეთ და გაიმარჯვეთ!
ევროინტეგრაცის მომხრეების აქციაში მონაწილეთა რაოდენობამ 200 ათასს მიაღწია. როგორც უკრაინული მედია იტყობინება სავსე იყო ევროპის მოედანი, დამოუკიდებლობის მაიდანი და გრუშევსკის ქუჩის ქვედა ნაწილი.
კიევში, ევროინტეგრაციის რამდენიმე ათასი მომხრე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდა.
გავცელებული ინფორმაცით, თუ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ხელს არ მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას, ოპოზიცია „სახელმწიფო ღალატის, ევროკავშირთან ასიცირებუილ ხელშეკრულბის ხელმოწერის ჩაშლის გამო" მისი იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს.
კიევში გამართულ აქციაზე საპროტესტო აქციების გაგრძელების რეზოლუცია მიიღეს და პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებული მოთხოვნები გააჟღერეს.
საპროტესო აქციის მონაწილეთა კოლონა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ სახალხო ვეჩეს „ევროპული უკრანისთვის" წევრები მთავრობის სახლიდან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცის შენობისკენ მსვლელობისას სკანდირებდა" რევოლუცია!", რევოლუცია!".
„უნიანის" ინფორმაცით, მილიციამ უკვე გამოიყენა ცრემლსადენი გაზი. უკრაინის პარტია „ბატკივშინას" ლიდერმა ანდრეი იაცენიუკმა კიევში მიმდინარე მიტინგზე მოითხოვა, რომ პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გადააყენოს მთავრობა და ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.
მისივე თქმით, უკრაინის ოპოზიცის წარმომადგენლები 27 ნოემბერს გაემგზავრებიან ვილნიუსში რათა ითხოვონ, რომ „ევროპამ ღია დატოვოს კარები უკრაინის დიდი სახელმწიფოსთვის, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიკავებებს ევროკვაშირის შემადგენლობაში.
ამავდროულად, პატიმრობაში მყოფი უკრაინის ექს-პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო უკრაინელ ხალხს მოუწოდა ზეწოლა მოახდინონ ქვეყნის პრეზიდენტზე, რათა მან ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. შესაბამისი მიმართვა კიევში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ტიმოშნკოს ქალიშვილმა გააჟღერა.
„უნდა ვაიძულოთ ისინი შეთახმებას ხელი 29 ნომებერს, სწორედ ვილნიუსში მოაწერონ, წინააღმდეგ შემთხვევაში არასოდეს მოაწერენ ხელს", - აცხადებს იულია ტიმოშენკო.
როგორც „უკრაინსაკაი პრავდა" იუწყება, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წინ მიმდინარე აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
შეგახსენებთ, რომ ევროინტეგრაცის პროცესის შეჩერების გამო კიევში და უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება.
მასალის გამოყენების პირობები