1250 ლარის შემოსავლების მქონე დევნილები, სახელმწიფოსგან შემწეობებს აღარ მიიღებენ. როგორც დევნილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საგადასახადო კოდექსში შედის ცვლილება, რომლის მიხედვით, დევნილთა სამინისტრო ფინანსთა სამინისტროსგან მიიღებს დეტალურ ინფორმაცის გადამხდელების შესახებ, რათა შემდგომ სამინისტრომ საკუთარი ბაზის სრულყოფა მოახდინოს.
"ცვლილება შედის საგადასახადო კოდექსში. საქმე ეხება 33-ე მუხლის მეორე ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს იდენტიფიცირებულ ინფორამციას ამა თუ იმ გადამხდელზე. როგორც ცნობილია დევნილთა სამინისტრო ახორციელებს დევნილთა განსახლებას. ასევე მომზადებულია ახალი კანონპროექტი დევნილთა შესახებ, რომელიც ითვალისწინებს დევნილთა შემწეობის ზრდას გარკვეული შეზღუდვით. კანონის ძალაში შესვლის დღიდან, დევილები, რომელთა შემოსავალი 1250 ლარს აღემატება შემწეობებს აღარ მიიღებენ. ჩვენი მონაცემთა ბაზის დასრულებისათვის საჭიროა ინფორმაცია გამახდელთა შესახებ",- განაცხადა დარახველიძემ მთავრობის სხდომაზე.