კიევში ევროპის მოედანზე 35 კარავი დადგეს. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქცია განუსაზღვრელი დროით ტარდება.
ამავდროულად გავრცელდა იულია ტიმოშენკოს კიდევ ერთი მიმართვა - ნუ ელოდებით, ნუ ითხოვთ - იმოქმედეთ და გაიმარჯვეთ!
კიევში ევროინტეგრაცის მომხრეების აქციაში მონაწილეთა რაოდენობამ 200 ათასს მიაღწია. როგორც უკრაინული მედია იტყობინება სავსეა ევროპის მოედანი, დამოუკიდებლობის მაიდანი და გრუშევსკის ქუჩის ქვედა ნაწილი. თუმცა აქცის მონაწილეთა რამდენიმე კოლონა ჯერ კიდევ არ შეერთებია დემონსტრანტებს.
კიევში, ევროინტეგრაციის რამდენიმე ათასი მომხრე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდა. „ინტერფაქს-უკრაინის" ინფორმაციით, დემონსტრანტებსა და შენობას შორის სამართალდამცავთა კორდონია განლაგებული.
სააგანტო იტყობინება, რომ სამართალდამცავთა მიმართულებიც სხვადასხვა საგნები ისროლეს. გავცელებული ინფორმაცით, თუ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ხელს არ მოაწერს ასიოცირების ხელშეკრულებას ოპოზიცია „სახელმწიფო ღალატის, ევროკავშირთან ასიცირებუილ ხელშეკრულბის ხელმოწერის ჩაშლის გამო" მისი იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს. უკრაინის მასობრივი ინფორმაცის საშუალებები იტყობინებიან რომ კიევში მიმდინარე აქციაზე საპროტესტო აქციების გაგრძელების რეზოლუცია მიიღეს და პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებული მოთხოვნები გააჟღერეს.
გავრცელებული ინფორმაცით, კიევში მიმდინარე საპროტესო აქციის მონაწილეთა კოლონა, რომლის შემადგენლობაში არიან სახალხო ვეჩეს „ევროპული უკრანისთვის" წევრები მთავრობის სახლიდან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცის შემონისკენ დაიძრა.
აქცის მონაწილები სკანდირებენ" რევოლუცია!", რევოლუცია!".
„უნიანის" ინფორმაცით, პოლიციამ უკვე გამოიყენა ცრემსადენი გაზი. „მილიციასა და დემონსტრანტებს შორის მიმდინარეობს შეტაკება, მილიცია ხელკეტებს იყენებს", - იტყბინება სააგენტო.
უკრაინის პარტია „ბატკივშინას" ლიდერმა ანდრეი იაცენიუკმა კიევში მიმდინარე მიტინგზე მოითხოვა, რომ პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გადაყენოს მთავრობა და ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.
მისივე თქმით, უკრაინის ოპოზიცის წარმომადგენლები 27 ნოემბერს გაემგზავრებიან ვილნიუსში რათა ითხოვონ, რომ „ევროპამ ღია დატოვოს კარები უკრაინის დიდი სახელმწიფოსთვის, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიკავებებს ევროკვაშირის შემადგენლობაში.
ამავდროულად, პატიმრობაში მყოფი უკრაინის ექს-პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო უკრაინელ ხალხს მოიწოდებს ზეწოლა მოახდინოს ქვეყნის პრეზიდენტზე, რათა მან ხელის მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. შესაბამისი მიმართვა კიევში მიდინარე საპროტესტო აქციაზე ტიმოშნკოს ქალიშვილმა გააჟღერა.
„უნდა ვაიძულოთ ისინი შეთახმებას ხელი 29 ნომებერს, სწორედ ვილნიუსში მოაწერონ, წინააღმდეგ შემთხვევაში არასოდეს მოაწერენ ხელს", - აცხადებს იულია ტიმოშენკო.
გავრცელბული ინფორმაცით, კიევში სეცდანიშნულების რაზმმა აქციის მინაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
როგორც „უკრაინსაკაი პრავდა" იუწყება, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წინ მიმდინარე აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილი ქონდა შენობაში შეჭრის მცდელობას. შეგახსენებთ, რომ ევროინტეგრაცის პროცესის შეჩერების გამო კიევში და უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება.